www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს.
სქესი: მამრობითი
ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კამერების გამართულად მუშაობის მუდმივი მონიტორინგი
** ღამის მორიგეობის დროს ობიექტის კონტროლი/გარე დათვალიერება
** ვიზიტორთა კონტროლი/აღრიცხვა
** შინაგანაწესით დადგენილი ნებისმიერი სახის დარღვევის აღკვეთა

მოთხოვნები:

** დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ჯარში ნამსახურობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** კომპიუტერული, საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, თქვენ მიერ გამოგზავნილ წერილში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |