www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პესტიციდების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას პესტიციდების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით 10:00-18:00.

მოვალეობები:

** გასაყიდი პროდუქციის კარგი ცოდნა;
** გაყიდვების დაგეგმვა და ღონისძიებების ორგანიზება;
** შეხვედრები რაიონებში ფერმერებთან და პროდუქციის პრეზენტაცია;
** სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა;
** საქონლის ნაშთების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო განათლება (სასურველია მცენარეთა დაცვის ან აგრონომის სპეციალობით);
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მანქანის მართვის მოწმობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა
** ასაკი: 25-35 წელი

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიზისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
** კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, მობილურობა;
** კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინიციატიურობა და აქტიურობის გამოვლენა;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი სამუშაო რიტმის უნარი;
** როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;

შერჩეული კანდიდატი დაინიშნება ექვს თვიანი გამოსაცდელი ვადით ფიქსირებული ხელფასით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრენინგები. კანდიდატის მუდმივ შტატში აყვანისას ფიქსირებულ ხელფასს დაემატება მისი წლიური მაჩვენებლების შესაბამისი პრემია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: vacancy@cartlis.ge, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |