www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ეივიბი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "ეივიბი" ეძებს თანაგუნდელს სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2007 წლიდან არის პროფესიონალური აუდიო/ვიდეო აპარატურის, მაუწყებლობის, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი და სისტემური ინტეგრატორი კომპანია საქართველოში.

განხორციელებული პროექტების სიაშია - სასტუმრო "ლოპოტა", "პური გულიანი", რესტორანი "ფუნიკულიორი", მარჯანიშვილის თეატრი , ბათუმის დრამატული თეატრი, "ბასსიანი", "ჰორუმი", "სფეისჰოლი", "დრამა ბარი", "რეფლექტორი" და სხვა. ასევე საცალო გაყიდვაშია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია: L-Acoustics , MA Lighting , Clay Paky , Genelec , Sennheiser , Roland , Allen &Heath, Pioneer, Bowers & Wilkins და ა.შ.

ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, შესაბამისი უნარ ჩვევებით, რომელიც სრულფასოვნად მიხედავს კომპანიის სოციალურ, ონლაინ და ვებ რესურსებს.

თუ გსურთ იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, ჩართული იყოთ უამრავ საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პროექტის განხორციელებაში. თუ მომართული ხართ განვითარებაზე, ინოვაციებზე და სიძნელეების დაძლევაზე, მაშინ გელოდებით!

სამუშაო: განაკვეთი სრული.

დაზღვევა, ტელეფონის ნომერი და სხვა კორპორატიული სიკეთეები ადგილზეა.

ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: sales@avb.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |