www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"Award ჰოლდინგი" წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს "AWARD", "ევორდ დრილინგი", "ევორდ ტრანსპორტი" და "სამშენებლო კომპანია მამისონი".

"ევორდ ჰოლდინგი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

ადგილების რაოდენობა: 2
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: მოქნილი გრაფიკი

სტაჟირების პირობები:

** სტაჟირება მოიცავს კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის პროფესიონალ გუნდთან კოორდინაციით სხვადასხვა სახის დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობას, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების შეძენას. ამასთანავე, სტაჟიორი შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების საიტთან მუშაობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების სპეციფიკას;
** სტაჟირება 6 თვიანია. სტაჟირების პირველი თვე არაანაზღაურებადია. 1 თვის შემდგომ სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 300 (net) ლარის ოდენობით;
** სტაჟიორს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკს. გამოცდების, შუალედური წერისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების დროს მხარდაჭერას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამართლის ფაკულტეტის III-IV კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (როგორც ვერბალური, ისე წერითი ნაწილი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** სასურველია მსგავსი ან/და მოხალისეობრივი გამოცდილება სამართლის, საჯარო მართვის ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

შერჩევის ეტაპი:

მიღებული რეზიუმეების პირველადი გადარჩევის შემდგომ, კანდიდატი გაივლის გასაუბრებას კომპანიის იურისტებთან და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელთან. გასაუბრების შემდეგ, ადგილზევე, იურისტებისგან მიიღებს დავალებას კაზუსის სახით. კანონმდებლობის მოსაძიებლად საჭირო კომპიუტერულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია.

თუ თვლით, რომ აღნიშნული მიმართულებით სტაჟირება თქვენთვისაა და გსურთ მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ აღნიშნული მიმართულებით ჩვენს კომპანიაში სტაჟირების გავლა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |