www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - ინგლისურენოვანი
მომწოდებელი: Skypitch
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"Skypitch" საქართველოში სტარტაპის სახით იწყებს ფუნქციონირებას. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნაა.

კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად ჩვენი ქოლ-ცენტრისათვის ვეძებთ კომპანიის ინგლისურენოვან წარმომადგენელს, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის ინგლისურენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გაყიდვების კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:30-დან 19:30-მდე (ამ დროში შედის ერთსაათიანი შესვენება)
** ხელფასი: 400 USD (ხელზე ასაღები თანხა) + მაღალი ბონუსები.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.skypitch@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |