www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: XS სათამაშოები
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

"Xs სათამაშოები" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, ქავთარაძის ტერიტორიაზე-სითი მოლში.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოც;
** დილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის სითი მოლი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე anvoljobs@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |