www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი-ბარი ბარმაგლოტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"Parmagino Group" - ეს არის უმსხვილესი რესტორნების ჯგუფი ყაზახეთში, რომელიც ემსახურება ერთ საერთო მისიას: რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული, მყუდრო და გემრიელი.

"Barmaglot Tbilisi" არის ჯგუფის პირველი რესტორანი საქართველოში რომელიც შეიცავს ორ კონცეფციას, სტეიკ ჰაუსს და ბარს რომელიც სთავაზობს სტუმრებს საავტორო კოქტეილების მრავალფეროვნებას.

შემოგვიერთდი და გახდი "Parmagino Group"-ის დიდი ოჯახის წევრი.

რესტორანი - ბარი "ბარმაგლოტი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** იღებს შეკვეთებს სტუმრებისგან და უზრუნველყოფს შეკვეთების დროულ მიწოდებას;
** მომხმარებლებს აწოდებს ინფორმაციას ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** სტუმრებს განუმარტავს თუ როგორ მზადდება კერძები და განუმარტავს სხვა კონცეფციის დეტალებს;
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ახდენს მათზე დაუყოვნებლივ რეაგირებას;
** აწესრიგებს მის სამუშაო სივრცეს, ამზადებს და იმარაგებს სამუშაო ინვენტარს;
** ხვდება და აცილებს სტუმარს;
** ამზადებს და აკონტროლებს ჩეკებს, რომლებშიც მოცემულია საკვების საერთო ხარჯები და დამატებითი გადასახადები;

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ანაზღაურება: 810 ლარი + 1% პირადი გაყიდვებიდან;
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი
ლოკაცია: თბილისი გალაქტიონ ტაბიძის 1

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე barmaglot.tbilisi@gmail.com და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |