www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ERP სისტემის დეველოპერი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას 1C ERP სისტემის დეველოპერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს ამოცანების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტი;
** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზში ჩართულობა;
** სისტემის არსებულ მოდულებში პროგრამული კოდის ცვლილება და/ან ახალი მოდულების შექმნა;
** შექმნილი კოდისა და ჩატარებული სამუშაოების სათანადო დოკუმენტირება;
** მჭიდრო კომუნიკაცია სისტემის ადმინისტრატორებთან და IT სამსახურის შესაბამის პირებთან;
** სისტემის პროვაიდერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** კომპანიის სხვადასხვა რგოლისთვის რეპორტინგის სისტემის აწყობა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** 1C:Enterprise 8 სისტემაში პროგრამისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** 1C ERP პლატფორმაზე არასტანდარტული კონფიგურაციის შექმნის გამოცდილება;
** რეპორტების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება (СКД-ს გამოყენებით);
** Специалист по платформе "1С: Предприятие 8" სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის საწყის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საწყის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისება
** კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სიახლეების ათვისების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.10.2021 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |