www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია ქებული კლიმატი აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის დროულად დაცლა, დახარისხება და დასაწყობება;
** სატვირთო მანქანების დაცლა/დატვირთვა;
** შემოსული პროდუქციის მოდელების კატეგორიების და ბრენდების მიხედვით დასაწყობება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა;
** სიმძიმეების აწევის შესაძლებლობა;
** ენერგიულობა, ორგანიზებულობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროდუქტის შესწავლის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |