www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მობილური აპლიკაციების დეველოპერი
მომწოდებელი: Novelty Today
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სტენფორდში (Stanford GSB) დაფუძნებული სოციალური პლატფორმა "Novelty Today" ეძებს გუნდის ახალ წევრებს მობილური აპლიკაციების დეველოპერის პოზიციაზე, კონკურენტული ანაზღაურებით.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ სილიკონ ველზე მოქმედი startup-ის პირველი ოცი დასაქმებულიდან ერთ-ერთი და მიიღოთ მონაწილეობა მომავლის პროდუქტის შექმნაში. კომპანია მუშაობს მობაილ აპლიკაციაზე, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია AppStor-ში და Google Play-ში.

გუნდის ახალი წევრები იმუშავებენ უშუალოდ კომპანიის დამფუძნებლებთან - ნიკა და გიორგი ქორელებთან ერთად. ნიკას მოპოვებული აქვს Phd ხარისხი University of Warwick-ში, ინგლისში; აქვს მუშაობის გამოცდილება "Oliver Wyman Consulting"-ში, ლონდონში. გიორგის მოპოვებული აქვს Stanford MBA და აქვს მუშაობის გამოცდილება "Private Equity"-ში და "Hedge Fund"-ში.

"Novelty" შეიქმნა საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გასაერთიანებლად. სოციალური პლატფორმა ეხმარება ადამიანებს იპოვონ თანამოაზრეები და გაამყარონ ურთიერთობები ერთმანეთის შესახებ, შეფასებების გაცვლით.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი.

განათლება და გამოცდილება:

** Javascript-ის კარგად ცოდნა
** სასურველია გამოცდილება Android/iOS Mobile დეველოპმენტში (Java/Kotlin/Swift/Objective-C)
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე
** საერთაშორისო პროგრამირების შეჯიბრებებზე მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, 30 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: support@novelty.today და "subject"-ში მიუთითეთ "Job4StanfordStartUp".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |