www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი ქონსთრაქშენ
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია "ფოლადის სახლის" - შვილობილი მზარდი სამშენებლო კომპანია "ფოლადის სახლი ქონსთრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო პროექტის მენეჯერი.

მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის მომზადება;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** სამშენებლო პროექტების მართვა დროსა და ხარჯებთან მიმართებაში;
** ხარისხის კონტროლი;
** პროექტების ვადების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების კონტროლი ხარჯებისა და მოცულობების თვალსაზრისით;
** სამშენებლო სამუშაოების გეგმების მომზადება (დაგეგმარება);
** სამშენებლო საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის რისკების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** დაგეგმილი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შედარებით ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია საინჟინრო/სამშენებლო განხრით;
** სამშენებლო სფეროში პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამშენებლო პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი;
** სასურველია პროგრამების AutoCAD, ArchiCAD და Microsoft Project ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@poladissakhli.ge - 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი.

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |