www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტის უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტის უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სს "ნიკორა ტრეიდის" მარკეტში მომხმარებლის გადაადგილებაზე დაკვირვება;
** მომხმარებლების მიერ ქურდობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება;
** მარკეტში მომხმარებლების მხრიდან უსაფრთხოებისა და კოვიდ-რეგულაციების წესების დაცვის უზრუნველყოფა (ხელბარგის შემთხვევაში კარადებით სარგებლობა, პირბადის ტარება და სხვა);
** თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი, დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** თანამშრომლების ხელბარგის შემოწმება მარკეტის დატოვებისას;
** მარკეტში პროდუქციის მიღების პროცესზე დასწრება და საჭიროების შემთხვევაში მიღებული პროდუქციის შედარება ზედნადებთან;
** მაღაზიაში მომხდარ ინციდენტებზე რეაგირება და მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირება, საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული სამსახურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმირება;
** სხვა სპეციალური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი.
** სამუშაო გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დაკვირვებულობა;
** კონფლიქტების დარეგულირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტის უსაფრთხოების თანამშრომელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |