www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკის ინჟინერი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

მეამაში მექანიკის ინჟინერს ვეძებთ, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით იზრუნებს მეამაში მიმდინარე ან/და დაგეგმილი პროექტების დროულად და ეფექტურად განხორციელებაზე.

მეამა არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 (1სთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, გ. ამილახვარის 2
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტები: დაზღვევა/კვება

ფუნქცია- მოვალეობები:

** გუნდთან ერთად ახალი ნაკეთობების შექმნა;
** უკვე არსებული ნაკეთობების მოდერნიზაცია და მათი უზრუნველყოფა თანამედროვე/მაღალ ტექნიკურ დონეზე;
** ტექნიკური ესთეტიკის და წარმოების ტექნოლოგიის ეკონომიურობა;
** სამუშაო პროექტების და ნახაზების წარმოება;
** კონსულტაციის გაწევა საამქროებისთვის, ნაკეთობების დამზადების წარმოების პროცესში;
** ფიზიკური პროტოტიპირება;
** 3D მოდელირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით, ან სტუდენტი (დამამთავრებელი კურსი)
** CAD პროგრამების ცოდნა (CATIA, Solidworks, Autodesk Inventor)
** პროექტირების სისტემების და მეთოდების ცოდნა
** ნახაზების გაფორმება, სტანდარტების ცოდნა
** კონსტრუქციებში გამოყენებული მასალების და მათი თვისებების ცოდნა
** საწარმოო პროცესების ცოდნა
** ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდთან მუშაობის უნარი
** დროის სწორად განაწილების უნარი
** დავალებების დროულად შესრულების უნარი
** ორგანიზაციული უნარების ქონა
** პროექტის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - მექანიკის ინჟინერი.

დედლაინი: 25 ოქტომბერი

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |