www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: გლდანი მოლ სერვისი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

კომპანია "გლდანი მოლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** სავაჭრო ცენტრის ოპერაციული და კომერციული საქმიანობის მართვა და კონტროლი;
** სავაჭრო ცენტრის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განსაზღვრა და განხორციელება;
** სავაჭრო ცენტრის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ფინანსური კონტროლის სისტემისა და რისკ მენეჯმენტის საიმედოობის განსაზღვრა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და მათი ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა;
** კორპორაციული კულტურის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ცენტრის კომერციული ფართების გაქირავებაზე ზრუნვა, დატვირთულობის კოეფიციენტის შენარჩუნება მაქსიმალურ ნიშნულზე, მაქსიმალური შესაძლო საიჯარო ფასის პირობებში;
** სავაჭრო ცენტრის ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და დახარჯული თანხის ზრდაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ცენტრის საოპერაციო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა - საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ცენტრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოიჯარეებთან დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შემდგომი კომუნიკაცია;
** შვილობილი კომპანიების (გასართობი ცენტრები) განვითარებაზე ზრუნვა, კონტროლი;
** დამფუძნებლებთან კომუნიკაცია, საჭირო რეპორტების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

სამუშაო გამოცდილება:

** ტოპ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების სფეროში)
** გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ლიდერობა
** მაღალი ემოციური ინტელექტი
** ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციური უნარები
** დამოუკიდებლობა/ინიციატივიანობა

უცხო ენების ცოდნა:

** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური - სრულყოფილად
** რუსული - სრულყოფილად

ანაზღაურება: გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტო სურათით) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: allvacancy2021@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |