www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეთის შეცვლის ტექნიკოსი
მომწოდებელი: პროფესიონალი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

შპს "პროფესიონალი" არის მზარდი კომპანია, რომელიც 2005 წლიდან ეწევა სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის მიერ წარმოებული საავტომობილო საქონლის დისტრიბუციას და საცალო გაყიდვას საქართველოს მასშტაბით.

იგი ამჟამად ეძებს საცხებ-საპოხი მასალების შეცვლის ტექნიკოსს ერთ-ერთ ფილიალთან არსებული ზეთის შეცვლის ავტოსერვისისათვის.

ვაკანსიის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: 1200-დან 1800 ლარამდე ხელზე

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სერვისში შემოსული ავტომობილების მომსახურება (ძრავის ზეთის შეცვლა/დამატება, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა/დამატება, მუხრუჭის სითხის შეცვლა/დამატება, ფილტრების შეცვლა, ხუნდების შეცვლა, ანტიფრიზის შეცვლა/დამატება და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის ძრავის ზეთის შეცვლის პრაქტიკული გამოცდილება;
** ავტომობილის გადაცემათა კოლოფის შეცვლის პრაქტიკული გამოცდილება;
** ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის პრაქტიკული გამოცდილება;
** ასაკი 20-დან 60 წლამდე;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ავტომობილის მუშაობის ზოგადი პრინციპის და ავტომობილის ძირითადი ნაწილების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

პოტენციური კანდიდატის სასურველი პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** წესიერება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ადამიანებთან თავისუფლად კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: g.darsadze@professional.com.ge. საგანში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |