www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებგვერდის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

შპს "აითი თექ" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს.

ამჟამად "აითი თექ" წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას, სადაც ნებისმიერი პროდუქტის შეძენა მისაღებ ფასად არის შესაძლებელი.

კომპანიის მთავარი მიზანია განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა.

შპს "აითი თექ " აცხადებს ვაკანსიას ვებგვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილი აღწერების მომზადება და საიტზე განთავსება
** პროდუქციის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლების მოძიება ვებსივრცეში
** საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია მომწოდებლებთან
** ფოტოების მარტივი დამუშავება
** ბაზარზე პროდუქციის ფასის კვლევა
** სხვა ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული ტექნიკის ცოდნა
** CS-cart ძრავზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** Photoshop- ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკური ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მზარდ ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: contactus@ittech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ვებგვერდის ადმინისტრატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://ittech.ge/about-us/

კომპიუტერული კომპანია "აითი თექი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |