www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: BI დეველოპერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას BI დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Power Bi პლატფორმაში ანალიტიკური რეპორტების შექმნა;
** დიდი მონაცემების მოდელების შექმნა;
** კომპანიაში არსებული საოპერაციო და ფინანსური რეპორტინგის სისტემაში მონაწილეობის მიღება;
** შექმნილი კოდისა და ჩატარებული სამუშაოების სათანადო დოკუმენტირება;
** სხვადასხვა მონაცემთა წყაროდან მიღებული მონაცემების კონსოლიდაცია;
** ანალიტიკის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** გავრცელებულ ანალიტიკურ პლატფორმებიდან (Qlik Sense, Microsoft Power BI, Tableau, SAP BusinessObjects BI, ა.შ.) რომელიმეში დეველოპმენტის გამოცდილება;
** Power Bi -ში ბევრი წყაროდან მონაცემების შემოტანის გამოცდილება: SQL ბაზა, ექსელის ფაილები, ა.შ.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL);
** ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა/განახლება;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "BI დეველოპერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

ერთად უკეთესია!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |