www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-end Angular დეველოპერი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Front-end Angular დეველოპერის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** JavaScript, HTML5, CSS სტეკის საბაზო ცოდნა / Web პროგრამირების გამოცდილება;
** Single page Application (SPA), MV* კონცეპციის ცოდნა;
** Angular ფრეიმვორკის / TypeScript ენის საფუძვლიანი ცოდნა, შესაბამისი IDE-ების (Visual Studio Code, სხვა) და ხელსაწყოების (ng, npm) გამოყენების გამოცდილება ;
** Source-control- თან (Git/TFS ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
** Unit/Integration test-ების იმპლემენტაციის გამოცდილება;
** Reusable კომპონენტების შექმნის და მხარდაჭერის გამოცდილება;
** OOP, SOLID, Clean Architecture საბაზო პრინციპების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ngrx/store, rxjs ბიბლიოთეკების ცოდნა;
** Protractor ან სხვა Testing Framework-ის გამოყენების გამოცდილება;
** PrimeNG, Angular Material, Kendo ან სხვა UI ბიბლიოთეკის გამოყენების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, თვითორგანიზების უნარი;
** სიახლეების ათვისების, თვითგანვითარების უნარი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@msda.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Front-end Angular დეველოპერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |