www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჭრელი აბანო
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 650 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და/ან მიმტანის მიერ აღებული შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
** სტუმრებისათვის ანგარიშის მომზადება და ნაღდი, თუ უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
** ბარის მარაგების შევსება სასმლით და სხვა საჭირო ინვენტარით;
** ბარის ინვენტარის გაფრთხილება, არეალის დასუფთავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა;
** ბარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** შესაბამისი სერტიფიკატი და/ან ტრეინინგზე დასწრების ცნობა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |