www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ-მდე;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ანაზღაურება: 700 ლარი
პირველი 15 დღე სტაჟირება, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.

სამუშაოს აღწერილობა:

** აქტივების მართვა მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: Swiftcredit.hr@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |