www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტიუარდი, ოთახების დიასახლისი
მომწოდებელი: Best Western Gudauri
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

სასტუმრო "ბესტ ვესტერნ გუდაური" აცხადებს ვაკანსიებს დასუფთავების დეპარტამენტში.

"ბესთ ვესთერნ გუდაური" არის ერთადერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო სამთო-სათხილამურო კურორტზე დაბა გუდაურში. სასტუმრო, არის 63 ნომრიანი. ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანი, რომელიც განაწილებულია ორ სართულზე და იტევს მინიმუმ 200 ადამიანს.

1. სტიუარდი

სამუშაო გრაფიკი: 24 დღე თვეში
სამუშაო ადგილი: გუდაური
საჭირო თანამშრომლის რაოდენობა: 2

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს რესტორნისა და სამზარეულოს ჭურჭლის გარეცხვა
** სამზარეულოს მოწესრიგება
** სხვა მომიჯნავე ფუნქციების შესრულება
** დამლაგებლისთვის საჭირო ინვენტარის/ოთახის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა
** სმენებში, მათ შორის ღამის სმენაში, მუშაობის შესაძლებლობა

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სისწრაფე
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

2. ოთახების დიასახლისი

სამუშაო გრაფიკი: 26 დღე თვეში
საჭირო თანამშრომლის რაოდენობა: 4

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების/დალაგება
** თეთრეულისა და პირსახოცების გამოცვლა და აღრიცხვა
** აბაზანის დასუფთავება
** აბაზანაში ინვენტარის დალაგება და აღრიცხვა
** აივნების დასუფთავება
** სხვა მომიჯნავე ფუნქციების შესრულება
** დამლაგებლისთვის საჭირო ინვენტარის/ოთახის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა
** ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლაში, მუშაობის შესაძლებლობა

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სისწრაფე
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სასტუმრო უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bestwesterngudauri.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |