www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full-Stack დეველოპერი
მომწოდებელი: სოკარ ენერჯი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"სოკარ ენერჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას Full-Stack დეველოპერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების ჩათვლით) დამოკიდებულია გამოცდილებაზე და უნარებზე;
სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი

ამოცანები: ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს კომპანიაში არსებული Web აპლიკაციების დეველოპმენტი და განვითარება.

სამუშაო მოვალეობების აღწერა:

** WEB-ზე ორიენტირებული პროექტების შექმნა და განვითარება;
** აპლიკაციების ფუნქციონირებასთან და სისტემის არქიტექტურასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა;
** პროექტის ან/და მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას, ასევე კოდის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
** დღეისათვის არსებული სტანდარტების გამოყენებით კოდის წერა, "სორს კონტროლის" გამოყენება და შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადება;

ტექნიკური მოთხოვნები:

** HTML, CSS, JAVASCRIPT, PHP მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** Angular, Vue.js მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების ცოდნა (MSSQL, MYSQL, MONGO);
** API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (REST, SOAP);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მის მომიჯნავე სფეროში.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

ენები:

** ქართული (სრულყოფილი)
** ინგლისური (სასაუბრო, ტექნიკური)
** რუსული (სასაუბრო, ტექნიკური)

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის სერვისებისა და უპირატესობების ცოდნა.
** სამუშაო პროცესში მიღებული კორპორაციული კლიენტების ინფორმაციის სრული კონფიდენციალურობის დაცვა.
** კომპანიის შიდა კორპორაციული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
** კლიენტების მხრიდან წამოსული დამატებითი საკითხების ესკალაცია ხელმძღვანელთან
ან შესაბამის პირთან.
** უზრუნველყოს კლიენტების სამუშაო პროცესის მაქსიმალური შეუფერხებლობა.
** სწრაფი რეაგირება ხარვეზებსა და პოტენციურ რისკებზე.
** სერვის მენეჯერების ინფორმირება აღმოჩენილი გაუმართაობის ან რისკის შემთხვევაში.
** კომპანიაში შემოტანილი ტექნოლოგიების გაცნობა და ათვისება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "Full-Stack Web Developer". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |