www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი - One Point" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი ორგანიზაციის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესრულების გზების ოპტიმიზაცია;
** სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;
** საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ნგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV 22 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@onepoint.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/2SClDeU და მოგვწერე პირად შეტყობინებაში;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |