www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი - გრაფიკული დიზაინი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, ქ. თბილისში, კომპანიის სათავო ოფისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზუალური კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
** ციფრული მასალის, აგრეთვე ბროშურების/საბეჭდი მასალის დიზაინის შექმნა/ადაპტაცია და შესრულებული სამუშაოს ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** გრაფიკული პროგრამების (Photoshop/Illustrator) ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ექნება მცირედი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის კერძოდ, ფოტო მანიპულაციის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობა;
** კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2021 წლის 23 ოქტომბერი, 17:00 საათი.

კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე , გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: vacancy@mbc.com.ge ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |