www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:

** წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
** არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
** გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს!

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: გაყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 700-1200 (NET) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** "ავტოტექნოს" პროდუქციის და სერვისების შესწავლა; აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
** მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი პერიოდული განახლება და ფორმირება;
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
** გეგმებისა და ამოცანების შესრულება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |