www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

შპს "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9 საათიდან 18 საათამდე
ანაზღაურება: გამომუშავებით, თვეში 900-დან 2000 ლარამდე

ძირითადი მოვალეობები:

** სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციის სისტემების, ავარიული განათების, შლაგბაუმებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი; (სასურველია)
** ელექტრო მოწყობილობების დამონტაჟება, ეფექტური ფუნქციონირებისა და დროული შეკეთების უზრუნველყოფა.
** ელექტრო ინჟინრისაგან მიღებული დავალებების შესრულება.
** ელექტრო სისტემების შემოწმება და კონტროლი, რათა მათი მუშაობის სტატუსი შეესაბამებოდეს სტანდარტს;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება; (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე (სასურველია)
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა; (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ მისამართზე: hr@elplus.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |