www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვეო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღესდღეობით, ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში არიან დასაქმებული.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას
თანამდებობა: ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2021 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით ანგარიშგება;
** დამფუძნებლებისთვის ყოველკვარტალური და ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველწლიური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სადაზღვევო რეზერვების პროგნოზი, მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიის ლიკვიდურობისა და სოლვენსის მონიტორინგი;
** შიდა მოხმარების ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
** საფინანსო ორგანიზაციაში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |