www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი პი ეს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

შპს "ჯიპიეს ჯორჯია" არის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანია. ჩვენი თანამედროვე ტექნიკა და გაწეული მაღალხარისხიანი მომსახურება აძლევს მომხმარებელს საშუალებას ეფექტურად განახორციელოს ავტოპარკის მუდმივი მონიტორინგი, დაზოგოს დრო და რესურსები.

შპს "ჯიპიეს ჯორჯიას" პროფესიონალი, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ეძებს ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** GPS მონიტორინგის პროგრამაში მუშაობა;
** GPS მოწყობილობების რეგისტრაცია და აქტივაცია;
** ყოველდღიური აქტივობების შესახებ მონაცემების აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
** მომხმარებლებთან სამონტაჟო სამუშაოების კოორდინირება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე, ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საშუალო დონეზე).

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ოპერატიულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სამუშაო დღეები ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო მობილური კავშირი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@gpsgeorgia.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |