www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას IT ანალიტიკოსის (ბიზნეს ანალიტიკოსი) პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქციები:

** არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური დავალების შემუშავება;
** მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო სისტემების დიზაინის შემუშავების დროს, სამუშაო პროცესის და დიაგრამების აგებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში ტექნიკური პრობლემების, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა, ანალიზი და კორექტირება;
** პრობლემების გამოვლენის გზით რეკომენდაციების და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
** დეტალური ტესტირების გეგმის შემუშავება და ტესტირების პროცესის მხარდაჭერა პროგრამული სისტემის განვითარების მიზნით (ცვლილებებისა და დამატებების იდენტიფიცირება).

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბიზნეს-ანალიტიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@msda.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება IT ანალიტიკოსი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |