www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის განყოფილებაში
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

25 წლიანი გამოცდილების მქონე "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 25 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: https://www.gig.ge

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის განყოფილებაში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე, დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობა, პირველადი ინფორმაციის დამუშავება.
** ფაქტობრივი მენეჯერული მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების და ბალანსის შედგენის პროცესში მონაწილეობა, ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავება და უწყისების აწყობა.
** შემოსავლების, ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების შედარება/ანალიზი ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან.
** გაყიდვების და წარმოების მაჩვენებლების რეპორტების შედგენაში მონაწილეობა და ანალიზი.
** საჭიროებისამებრ, სხვა რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ბიზნეს ადმინისტრირებაში (კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობის უნარი.

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის და სამუშაო ადგილის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |