www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რადიო ჰოლდინგი მაესტრო
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"რადიო ჰოლდინგი მაესტრო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გთავაზობთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა, გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა.
** პოტენციურ და უკვე არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია. არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება/გაუმჯობესება;
** პოტენციურ კლიენტებთან ვიზიტები და პროდუქტის პრეზენტაცია, პრეზენტაციის დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება.
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა, კერძოდ: კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება.

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით).

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** თავდაჯერებული. შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პუნქტუალური
** მოტივირებული, პოზიტიური, შრომისმოყვარე და კონკურენტუნარიანი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის უნარი
** შეფასების, ანალიზის და მოსმენის უნარი
** შემოქმედებითი და გონებაგახსნილი.

უპირატესობა მიენიჭებათ:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული (სასაუბრო დონეზე))
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel...)

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: radiomaestrosareklamo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("გაყიდვების მენეჯერი").



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |