www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ინგლისურენოვან წარმომადგენელი
მომწოდებელი: OnSpace
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კომპანია "OnSpace" პოზიციონირებს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში.

საქართველოში ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნაა.

ამჟამად ჩვენი ქოლ-ცენტრისთვის ვეძებთ კომპანიის ინგლისურენოვან წარმომადგენელს, რომლის მთავარი ამოცანა ჩვენს ინგლისურენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია და ჩვენი მომსახურების შეთავაზებაა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გაყიდვების კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 11:30-დან 19:30-მდე (სამუშაო საათები ითვალისწინებს ერთსაათიან შესვენებას)

ხელფასი: 400 USD (ხელზე ასაღები თანხა) + მაღალი ბონუსები

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: onspace.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |