www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Power & Beauty
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

შპს "Power&Beauty" (Facebook: profbeauty.ge), რომელიც გახლავთ პროფესიონალური კოსმეტიკური ბრენდების: Moroccanoil, Revlon Professional, CND, Orly, Lakme, Janssen Cosmetics, Selective Professional, Gehwol, Kryolan, American Crew, Olaplex, Divaderme, Curaprox, Swissdent, YONKA, Brita, Denman-ის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს კონკურსს სავაჭრო წარმომადგენლის ვაკანსიაზე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ქალაქის სილამაზის სალონებში პროფესიონალური, მაღალი ხარისხის, კოსმეტიკური ბრენდების დისტრიბუცია
** არსებული გაყიდვების არხების (სილამაზის სალონების) მუშაობის კონტროლი
** გაყიდვების ახალი არხების (სილამაზის სალონების) მოძიება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** სასაუბრო რუსული ენის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ავტომობილის მართვის უნარი ან სურვილი/შესაძლებლობა დაეუფლოს მას.
** პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.

საჭირო თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა
** წარმატებაზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა
** კლიენტებთან მუშაობის უნარი
** კოსმეტიკური პროდუქციით დაინტერესებულობა

სავაჭრო წარმომადგენელი უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის ავტომობილით და საწვავით

სამუშაო დღეები: 4 სამუშაო დღე (11:00 - 20:00)
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.kakulia@gmail.com და მიუთითეთ თემა "სავაჭრო წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |