www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია უნივერსალური, ხარისხიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაზე. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და ვცდილობთ შევთავაზოთ მათ გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებები.

"ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის" უმთავრეს კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ბუღალტერიის მიმართულებით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ევ. მიქელაძის 1-ბ

ფუნქცია მოვალეობები:

* ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება საბუღალტრო და სადაზღვევო პროგრამაში;
* ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
* ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან იმავე მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან კანდიდატები, რომელთა კარიერული ინტერესი დაკავშირებულია ბუღალტერიასთან);
* MS Office (სავალდებულო);
* ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი (სასურველია);
* სამუშაო გამოცდილება იმავე ან მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
* ACCA-ს მეორე დონის წიგნები (ჩაითვლება უპირატესობად);
* საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა საბაზისო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად);
* საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

კომპეტენციები და უნარები:

* ლოგიკური აზროვნების უნარები;
* დეტალებზე ორიენტაცია;
* სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
* წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ:

ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |