www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"ბეთლაივი" არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის, მის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების ანგარიშებთან და ფსონებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი".

დამატებითი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |