www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დანადგარების მექანიკოსი
მომწოდებელი: ფარკონი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

კომპანია ფარკონი აღჭურვილია სხვადასხვა მცენარეული და სამკურნალო ნედლეულის შესაფუთი-დამფასოებელი დანადგარებით, შესაბამისად კომპანიაში გაჩნდა ვაკანტური ადგილი მექანიკოსის პოზიციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ სფეროში პროფესიონალი კადრების მოძიება ჭირს, ჩვენ მზად ვართ ამ პროფესიით დაინტერესებული ადამიანი ავიყვანოთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე 6 თვის განმავლობაში, სადაც მას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს კომპანიის მთავარი მექანიკოსი და შეასწავლის მოცემულ დანადგარებთან მუშაობას.

"ფარკონი" მზადაა დააფინანსოს და ხელი შეუწყოს სტაჟიორს, არამხოლოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, არამედ უნივერსიტეტებსა თუ ტექნიკურ სასწავლებლებში, მექანიკოსის პოზიციასთან დაკავშირებული ლექციებისა თუ ტრენინგების გავლასა და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ხეთაგუროვის 22ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე.

ანაზღაურებადი სტაჟირება დანადგარების მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სანელებლების შესაფუთ დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** სამკურნალო მცენარეების შესაფუთი დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** მთავარი მექანიკოსის მითითებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალობა.
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სტაჟიორს უნდა აინტერესებდეს მოცემული პროფესია.
** სიახლეების შესწავლისა სურვილი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე Farconi.ge@gmail.com და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანტური პოზიცია რეზიუმეში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სტაჟირების ვადა: 6 თვე.
ანაზღაურება: დარიცხული - 500₾; ხელზე ასაღები - 400₾.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ფარკონი" 1997 წლიდან დაკავებულია მცენარეული ნედლეულის გადამუშავებითა და ექსპორტით. 2016 წლიდან კომპანიამ დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება სავაჭრო ნიშნით "ხომლი". ბრენდის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და გემრიელი სანელებლები.

ჩვენი კომპანიის ზრდის ტემპიდან და "ხომლის" პოპულარობის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება არაერთი სიახლის დანერგვისა, რაც მოითხოვს თანამედროვე საკვები ტექნოლოგიური პროცესების თეორიულ ცოდნას, ამიტომ ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული საკვები ტექნოლოგიის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანდიდატს ჰქონდეს არამხოლოდ კარგი თეორიული საფუძველი ამ პროფესიაში, არამედ დიდი სურვილიც, რომ შეიძინოს გამოცდილება და პრაქტიკაში განახორციელოს საკუთარი თეორიული ცოდნა. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებთ ახალ თანამშრომელს და მასთან ერთად დავნერგავთ არაერთ სიახლეს.

ჩვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ საიტიდან: http://www.farconi.com და ფეისბუქ ჯგუფებიდან http://www.facebool.com/khomlispices/; http://www.facebook.com/farconi/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |