www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:20-18:20 სთ, შაბათი 09:20-14:00
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: მინიმალური 625 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
** მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
** საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
** საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სანდოობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 59 62 62



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |