www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინტერნეტ-ბანკში მუშაობა;
** კომპანიის საოპერაციო პროგრამებში მსესხებლების მიერ სესხზე გადახდილი თანხების ყოველდღიური ასახვა;
** საოპერაციო პროგრამებიდან მიღებული რეპორტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა;
** საბუღალტრო პროგრამაში დაზღვევის და აღსრულების ხარჯების გატარება, დოკუმენტაციის კონტროლი და დაარქივება, კრედიტორებთან შედარება;
** რეპორტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
** MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიზისა და სტატისტიკის წარმოების უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურებადი მორიგეობა შაბათს - კვირას და სამუშაო დღეებში 18:30-დან 22:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 13.10.2021წ. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერ-ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |