www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ქალი თანამშრომელი
მომწოდებელი: ფარკონი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

კომპანია "ფარკონი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომელთა პოზიციაზე.

უპირატესობა მიენიჭებათ ქალბატონებს 20-დან 50 წლამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ხეთაგუროვის 22ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სანელებლების შეფუთვისა და დაფასოების პროცესში მონაწილეობა.
** სამკურნალო მცენარეების შეფუთვისა და დაფასოების პროცესში მონაწილეობა.
** მზა პროდუქციის დამზადების სხვადასხვა პროცესში მონაწილეობა.
** წარმოების ხელმძღვანელისა და ტექნოლოგის მითითებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე Farconi.ge@gmail.com და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანტური პოზიცია რეზიუმეში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

კომპანიის შესახებ:

კომპანია ფარკონი 1997 წლიდან დაკავებულია მცენარეული ნედლეულის გადამუშავებითა და ექსპორტით. 2016 წლიდან კომპანიამ დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება სავაჭრო ნიშნით "ხომლი". ბრენდის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და გემრიელი სანელებლები.

ჩვენი კომპანიის ზრდის ტემპიდან და "ხომლის" პოპულარობის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება არაერთი სიახლის დანერგვისა, რაც მოითხოვს თანამედროვე საკვები ტექნოლოგიური პროცესების თეორიულ ცოდნას, ამიტომ ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული საკვები ტექნოლოგიის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანდიდატს ჰქონდეს არამხოლოდ კარგი თეორიული საფუძველი ამ პროფესიაში, არამედ დიდი სურვილიც, რომ შეიძინოს გამოცდილება და პრაქტიკაში განახორციელოს საკუთარი თეორიული ცოდნა. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებთ ახალ თანამშრომელს და მასთან ერთად დავნერგავთ არაერთ სიახლეს.

ჩვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ საიტიდან: http://www.farconi.com და ფეისბუქ ჯგუფებიდან http://www.facebool.com/khomlispices/; http://www.facebook.com/farconi/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |