www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი/მარკეტერი
მომწოდებელი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებს კონკურსს სოციალური მედიის მენეჯერი/მარკეტერის პოზიციაზე.

სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საინფორმაციო ცენტრის მიზანია ეფექტიანი და პროაქტიული კომუნიკაციის გზით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საქართველოს მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება, განმტკიცება და გაზრდა. საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით, თბილისის ცენტრალური ოფისისა და 11 რეგიონული წარმომადგენლობის საშუალებით.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქციები:

** ორგანიზაციის ციფრული არხებისთვის საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება;
** სტრატეგიის თანახმად ფეისბუქის, ინსტაგრამის, ტვიტერისა, იუთუბის და ვებ გვერდის მართვა;
** საინფორმაციო კამპანიების, ციფრული სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, იმპლემენტაცია, ბიუჯეტირება, მართვა, და მონიტორინგი;
** პროდუქტის შინაარსობრივი ნაწილის შექმნა, პროცესის დაგეგმვა, პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
** პროდუქტის განთავსება და რეკლამის მართვა (facebook ads manager / facebook business manager);
** ციფრული არხების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
** ქომიუნითი მენეჯმენტი;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის სტრუქტურირება, შევსება და განახლება;
** სოციალურ მედიაში ორგანიზაციის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;

დამატებითი მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული კამპანიების დაგეგმვის/მართვის მიმართულებით
** ქართულ და ინგლისურ ენაზე წერითი და სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი;
** Facebook Ads Manager-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია CMS - თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Google- ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება: Analytics, Tag Manager, Search Console;
** სასურველია SEO (Onpage) საბაზისო ცოდნა;
** სასურველია Google Ads საბაზისო ცოდნა;
** სასურველია adobe photoshop, illustrator საბაზისო ცოდნა;
** სასურველია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფის ცოდნა SEO (Search Engine Optimization);
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** სხვადასხვა პროექტებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ენერგიული და ბრენდის მიმართ თავდადებული, ლოიალური;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ, თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: infocenter@mfa.gov.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |