www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერი
მომწოდებელი: რუსტარ ონლაინი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"რუსტარ ონლაინი" საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც, დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, "რუსტარ ტურიზმის" პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი "რუსტარი" უკვე 15 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას ოთხ ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი და მალდივები და სეიშელის კუნძულები. საქართველოში კომპანია 4 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

"რუსტარ ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** აგენტებთან კომუნიკაცია;
** ელექტრონული საშუალებებით პარტნიორებთან კომუნიკაცია .
** ტურისტული პაკეტების შედგენა / სასტუმროების დაჯავშნა/
** ჯავშნის სისტემაში ასახვა;
** გაყიდვების გაზრდა/კლიენტების მოზიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეზერვაციის მენეჯერის ან ტურ ოპერატორის პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@rustaronline.ge, ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.rustartourism.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |