www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტესტერი - ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, ტესტერის - ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ფუნქციები:

** ტესტ ქეისების მომზადება;
** ფუნქციონალური ტესტირება;
** რეგრესიულ და სმოუქ (smoke) ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტში ხარვეზების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
** კომუნიკაცია დეველოპერებთან: ხარვეზებისა და ტესტირების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ტექნიკური დოკუმენტების ანალიზი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ტესტირების სასიცოცხლო ციკლის (STLC) ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
** Test case design მეთოდების ცოდნა;
** ვებ და მობილური აპლიკაციების მანუალური ტესტირების გამოცდილება;
** Scrum გუნდში Test Driven Development-ის მეთოდების, დეველოპმენტის ციკლის და პროცესების ცოდნა;
** Jira, Confluence, Bitbucket, Slack-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე პროგრამული ენის/დაპროგრამების საფუძვლების ცოდნა;
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |