www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელევიზიო პროდიუსერი
მომწოდებელი: ბარაქა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

აგრო კომპანია შპს "ბარაქა" რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას სატელევიზიო პროდიუსერის პოზიციაზე.

ვეძებთ ახალი პროექტისთვის თანამშრომელს სატელევიზიო პროდიუსერს რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება სატელევიზიო ინდუსტრიაში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სატელევიზიო პროდიუსერი — ქმნის პირობებს ტელეგადაცემის შექმნისათვის და ახორციელებს მას დასაწყისიდან საბოლოო რეზულტატამდე
** პროდიუსერი პროექტის განსახორციელებლად პოულობს პროექტის იდეას, აყალიბებს გადამღები ჯგუფის ძირითად შემადგენლობას, მონაწილეობს პროექტის წარმოებაში (განხორციელებაში)
** არის პასუხისმგებელი მის მთელ ეტაპებზე — ტელეგადაცემის სარეჟისორო სცენარის დაწერის, მომზადების, გადაღების, სამონტაჟო და საორგანიზაციო საკითხებზე.
** შეუძლია სატელევიზიო გადაცემის გუნდის შექმნა და ეფექტურად მართვა.

სატელევიზიო პროდიუსერის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, ასევე დამატებით საბონუსე სისტემას.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სატელევიზიო პროდიუსერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |