www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობში მუშა
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში მუშის პოზიციაზე.

მულტი არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დაცლა-დატვირთვა და საწყობში მისი განთავსება უშუალო ხელმძღვანელის მითითების გათვალისწინებით
** მიღებული პროდუქციის საწყობში სწორად დალაგება;
** პროდუქციის დროული აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა და მონაწილეობის მიღება
** უსაფრთხოების წესების დაცვა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება თავის ფუნქციონალურ ჭრილში.

ძირითადი მოთხოვნები:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@multimarket.ge 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 99 80 53. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება- "საწყობის მუშა".

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |