www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტელევიზიის დირექტორი
მომწოდებელი: ბარაქა
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

აგრო კომპანია შპს "ბარაქა" რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე.

ვეძებთ ახალი პროექტისთვის აგრონომიული სფეროს ტელევიზიისათვის ტელევიზიის დირექტორს რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება სატელევიზიო ინდუსტრიაში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ტელევიზიის დირექტორი — ქმნის პირობებს ტელევიზიის შექმნისათვის და ახორციელებს საორგანიზაციო საკითხებს.
** უშუალო მონაწილეობას იღებს პროექტის წარმოებაში, არეგულირებს ადმინისტრაციული, ტექნოლოგიური, შემოქმედებითი ან იურიდიული მოღვაწეობის ასპექტებს და პოლიტიკას სატელევიზიო პროექტის შესრულებისას.
** ქმნის სატელევიზიო გადაცემის გუნდს და ეფექტურად მართავს, ტელევიზიის წარმოების სხვადასხვა სტადიებისთვის ქირაობს შტატგარეშე მუშაკებს.
** პასუხს აგებს ფინანსურ და საორგანიზაციო საკითხებზე.
** ანგარიშს აბარებს დირექტორთა საბჭოს.

ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, ასევე დამატებით საბონუსე სისტემას.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტელევიზიის დირექტორი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |