www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მამბერი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

რესტორნების ქსელი "მამბერი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი
გრაფიკი: 9 სთ-იანი სამუშაო სმენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია HACCAP-ის სტანდარტების ცოდნა;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში (ჩაითვლება უპირატესად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
** სამზარეულოს მზაობის უზრუნველყოფა სამუშაო დღის დაწყებამდე;
** სამზარეულოს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით, რეცეპტის შესაბამისად სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით მომზადება;
** კერძების სტანდარტების შესაბამისად დადგენილ ვადებში გაშვების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისნის რაიონი, მელაანის N7
** უზრუნველყოფილია კვება

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით აღნიშნულ მისამართზე: info@mamberi.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზედაც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |