www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Prime Legal
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

იურიდიული კომპანია "Prime Legal" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი 30% თითოეული გაყიდვიდან
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება.
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** ქართულ ენაზე გამართულად საუბარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** საოფისე პროგრამების ელემენტარული ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მომხმარებელთან;
** მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიის სერვისის პრეზენტაცია და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრული კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი.

შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@primelegal.ge და გთხოვთ, თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "Prime Legal" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახება 3 წლის განმავლობაში.

"Prime Legal" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |