www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული, მზარეული
მომწოდებელი: Best Western Gudauri
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სასტუმრო "ბესტ ვესტერნ გუდაური" აცხადებს შეფ-მზარეულისა და მზარეულის ვაკანსიებს.

"ბესთ ვესთერნ გუდაური" არის ერთადერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო სამთო-სათხილამურო კურორტზე დაბა გუდაურში. სასტუმრო არის 63 ნომრიანი. ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანი, რომელიც განაწილებულია ორ სართულზე და იტევს მინიმუმ 200 ადამიანს.

1. შეფ-მზარეული

სამუშაო გრაფიკი: 26 დღე თვეში
სამუშაო ადგილი: გუდაური
საჭირო თანამშრომლის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სავალდებულოა
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით - სასურველია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს შეუფერხებელი და გამართული მუშაობის ორგანიზება
** მენიუს შემუშავება და დასტანდარტება, საჭიროების შემთხვევაში განახლება
** კერძების, დადგენილი სტანდარტების და კალკულაციების შესაბამისობის კონტროლი
** მომარაგების ეფექტური დაგეგმვა
** პროდუქტის ნაშთების კონტროლი
** პერსონალის ეფექტური მართვა
** პერსონალის ტრეინინგი
** პერსონალის გრაფიკისა და ფუნქცია მოვალეობების გაწერა
** სამზარეულოში, დადგენილი ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** პერიოდულად სტუმრებთან კომუნიკაცია უკუკავშირისთვის
** ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** აქტიური
** მოტივირებული
** კრეატიული
** ორგანიზებული
** სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდის მართვის უნარი

2. მზარეული

სამუშაო გრაფიკი: 26 დღე თვეში
სამუშაო ადგილი: გუდაური
საჭირო თანამშრომლის რაოდენობა: 5
ანაზღაურება: 1500 ლარი

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით - სასურველია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმითა მომზადება
** კერძების მომზადება კალკულაციის დაცვით
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** შეფ მზარეულთან მჭიდრო კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით
** რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** შეფ მზარეულის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ.

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** აქტიური
** მოტივირებული
** ორგანიზებული
** სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სისწრაფე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრული სამუშაო გარემო
** სამჯერადი კვება
** საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა სასტუმროშივე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bestwesterngudauri.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |