www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვეო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღესდღეობით, ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში არიან დასაქმებული.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას
თანამდებობა: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება, კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
** გამავალი ზარების განხორციელება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება, სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

პოზიციის პირობები:

სამუშაო გრაფიკი- კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი, შერეული სამუშაო საათები, თვეში 3-4 ჯერ 13 საათიანი ღამის მორიგეობა;
ხელფასი ფიქსირებული- 500 ლარი ნეტ + კვარტალური ბონუსი;
ბენეფიტები- ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა 6 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career და გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |