www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტურისტი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის (Sales and Marketing Manager) პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის იმიჯზე ზრუნვა;
** გაყიდვების გაზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზრისა და მომხმარებლების საჭიროების ანალიზი.
** ტურისტული კომპანიების მოძიება, ეფექტური მოლაპარაკება და კონტრაქტის გაფორმება;
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** კომპანიებისა და პარტნიორების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სოციალური ქსელების მართვა და სოც. კამპანიების წარმოება;
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Booking, Expedia, Hostels და სხვ;
** პარტნიორებთან მუდმივი ეფექტიანი კომუნიკაცია;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (გამოცდილება კორპორაციულ გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია ჰორეკას სექტორში გამოცდილება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა (Fidelio, Oprea, Fina ა.შ);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი ერთგულება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |